
01 Jan
დასავლეთ რეგიონების ტენიან სუბტროპიკულ ზონაში ქართული თხილის ენდემური ჯიშების სხვლა-ფორმირების ერთ-ერთი მეთოდი
ბუჩქის(ვარჯი) სხვლა – ფორმირებისას აუცილებელია მეტ-ნაკლებობით დავიცვათ ბუჩქის შუა თავისუფალი სივრცე და დედა-ტოტებს შორის მანძილი. დედა-ტოტების განტოტვა სასურველია სამხრეთ ექსპოზიციაზე 0.70 ჩრდილოეთ ექსპოზიციაზე 1.5 ვაკე ადგილებზე 1.0 მეტრი სიმაღლიდან დაიწყოს. ამგვარი ქმედებებით: ვარეგულირებთ მცენარის ზრდა-განვითარების პროცესს ვზრდით დედა-ტოტების სიცოცხლისუნარიანობას გვექმნება აგრო-ტექნიკური ღონისძიებების გატარებისათვის ხელსაყრელი პირობები გვიადვილდება მოსავლის აღება ნაკლებია დაავადებების და მავნებლების გავრცელების ალბათობა