
07 თებ
დასავლეთ რეგიონების ტენიან სუბტროპიკულ ზონაში ქართული თხილის ენდემური ჯიშების სხვლა-ფორმირების ერთ-ერთი მეთოდი
ბუჩქის(ვარჯი) სხვლა – ფორმირებისას აუცილებელია მეტ-ნაკლებობით დავიცვათ ბუჩქის შუა თავისუფალი სივრცე და დედა-ტოტებს შორის მანძილი. დედა-ტოტების განტოტვა სასურველია სამხრეთ ექსპოზიციაზე 0.70 ჩრდილოეთ ექსპოზიციაზე 1.5 ვაკე ადგილებზე 1.0 მეტრი სიმაღლიდან დაიწყოს.
ამგვარი ქმედებებით:
- ვარეგულირებთ მცენარის ზრდა-განვითარების პროცესს
- ვზრდით დედა-ტოტების სიცოცხლისუნარიანობას
- გვექმნება აგრო-ტექნიკური ღონისძიებების გატარებისათვის ხელსაყრელი პირობები
- გვიადვილდება მოსავლის აღება
- ნაკლებია დაავადებების და მავნებლების გავრცელების ალბათობა